სამგორის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ
სამგორის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მათ დღეს დედაქალაქის მერმა გადასცა. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, სახლები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადის განხილვა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. დედაქალაქის მერის თქმით ყველა მსურველის დაკმაყოფილება ეტაპობრივად მოხდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
