იანვრიდან წამლების ფასი კიდევ უფრო გაიაფდება
იანვრიდან წამლების ფასი კიდევ უფრო გაიაფდება. რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი, სახელმწიფო ზედა ზღვარს აწესებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქული, იაფი მედიკამენტების შემოტანის შემდეგ, მოქალაქეებმა ჯამში 100 მილიონი დაზოგეს. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილიებით, საყოველთაო ჯანდაცვაში რებილიტაციის პროგრამა შევა და ინსულტისა და ტრავმის შემდეგ, საჭირო კურსს სახელმწიფო დააფინანსებს.
