ნიკა მელია შესაძლოა, "ნაციონლაური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს დაემშვიდობოს
ნიკა მელია შესაძლოა, "ნაციონლაური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტს დაემშვიდობოს. ოპოზიციურ პარტიაში რომ დიდი გაურკვევლობაა , ეს ირაკლი ნადირაძის დღევანდელმა განცხადებამაც დაადასტურა. მან ყველა დონეზე შიდაპარტიული არჩევნების ჩატარება მოითხოვა და აღნიშნა, რომ პარტიის მომავალი თავმჯდომარე , ლეგიტიმური უნდა იყოს. ნადირაძე რომ ამ პროცესში მარტო არ არის, ამის საჩვენებლად ის ბრიფინგზე რაიონული საკრებულოს წევრებთან ერთად გამოჩნდა.
