იანვრიდან წამლების ფასი კიდევ უფრო გაიაფდება
იანვრიდან წამლების ფასი კიდევ უფრო გაიაფდება. სახელმწიფო დააწესებს ზედა ზღვარს, რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი, რომელიც სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით დადგინდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქული, იაფი მედიკამენტების შემოტანის შემდეგ, მოქალაქეებმა ჯამში 100 მილიონი დაზოგეს. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილიებით, საყოველთაო ჯანდაცვაში რებილიტაციის პროგრამა შევა და ინსულტისა და ტრავმის შემდეგ, საჭირო კურსს სახელმწიფო დააფინანსებს.
