ხელისუფლებისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ოპოზიციის ნაწილმა, მორიგი საზიანო კამპანია შეიმუშავა
ხელისუფლებისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ოპოზიციის ნაწილმა, მორიგი საზიანო კამპანია შეიმუშავა. ამ ინფორმაციას მმართველი გუნდი ავრცელებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპონენტები უახლოეს პერიოდში, ახალ გზავნილს გაავრცელებენ, რომ თითქოს ქვეყნის ეკონომიკა, უკრაინაში მიმდინარე ომის ხარჯზე გაიზარდა. სახელისუფლებო გუნდი, ოპოზიციას მორიგი საზიანო სტრატეგიის შემუშავებაში წინასწარ ამხელს და განმარტავს, რომ ზრდა მთავრობის მიერ შემუშავებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
