ბრიტანეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა სამოგზაურო ჟურნალმა საქართველო 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა
ბრიტანეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა სამოგზაურო ჟურნალმა საქართველო 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა. შესაბამისი ჯილდო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს გადაეცა. ბრიტანული გამოცემა მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და გამოკითხვებს აქვეყნებს და ყოველწლიურად საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს.
