საოჯახო ტიპის სახლები შშმ ბავშვებისთვის
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის, კიდევ 2 სახლი გაიხსნა. საოჯახო ტიპის სახლი ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გახსნეს. საოჯახო ტიპის სახლებში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მცხოვრები ბენეფიციარები განთავსდნენ. სახლები სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე და თითოეული განკუთვნილია 7 ბავშვზე.
