ამერიკაში შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან
ამერიკაში შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან. წინასწარი მონაცემებით წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებას რესპუბლიკელები შეძლებენ. რაც შეეხება სენატს, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, ამ ეტაპზე ორივე პარტიას თანაბარი მანდატი აქვს. სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით უცხოური მედია წერს , რომ ჯო ბაიდენის პარტია გავლენას კარგავს. საბოლოო მონაცემების გამოცხადებას რამდენიმე დღე სჭირდება , სწორედ ამ შედეგებზეა დამოკიდებული რა პოლიტიკურ რელობაში გააგრძელებს შტატები ცხოვრებას .
