მმართველი გუნდის ინფორმაციით ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლებისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მორიგი საზიანო კამპანია შეიმუშავა
მმართველი გუნდის ინფორმაციით ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლებისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მორიგი საზიანო კამპანია შეიმუშავა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპონენტებს ახალი გზავნილი ექნებათ, თითქოს ქვეყნის ეკონომიკა უკრაინაში მიმდინარე ომის ხარჯზე გაიზარდა. სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციას მორიგი საზიანო სტრატეგიის შემუშავებაში წინასწარ ამხელს და განმარტავენ, რომ ზრდა მთავრობის მიერ შემუშავებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
