განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება. მინისტრი ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და დაესწრო ლექციას თემაზე – „შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება და ხუროთმოძღვრება“.
