ლონდონიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი რეისები აღდგეს
ლონდონიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი რეისები აღდგეს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია easyjet-თან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა . აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარესების აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების ნაკადების კიდევ უფრო მატებას. მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდა კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი მედიასაშუალებების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.
