პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება
პროექტის ფარგლებში თბილისის 64-ე საჯარო სკოლას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ. გენერალ-მაიორი მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.
