საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს პოლიტიკოსები აფასებენ
მმართველ გუნდი კვლევის შედეგებს არ ენდობა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ აიარაის და ენდიაის კვლევები ქართველ საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია, დისკრედიტებულია იმ აცდენების გამო, რომელიც მათ რეალობასთან აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კვლევების გამოქვეყნებას ქართველი ხალხისთვის, დესტრუქციისა და რადიკალიზმის გაღრმავების გარდა, არაფერი მოაქვს. კვლევას არ ენდობა ოპოზიციის ნაწილიც.
