საპარლამენტო დელეგაცია იაპონიაში ვიზიტს განაგრძობს
დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენენ კომპანია „აიტოჩუს“ დირექტორთა საბჭოს წევრს, უფროს აღმასრულებელ ოფიცერს და კომპანია „ტეპკოს“ უცხოური ბიზნესის მმართველ დირექტორს.
