საქართველოს პრეზიდენტი ისლანდიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
„დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ისლანდიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა . პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, შეხვედრისას ისლანდიის პრემიერმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, კლიმატის ცვლილების საკითხი.
