მამუკა მდინარაძე "საერთაშარისო გამჭირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაცმოძრაობა, ქართული რადიკალური ოპოზიცია და სამწუხაროდ, მათი ლობისტები და დავალების მიმცემები, პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯსა და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „რამდენად სპეკულაციურია ეს მესიჯი, გიპასუხებთ: შარშანაც საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. სავალუტო ფონდი დღემდე, დღესაც და მომავალშიც ასე გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ, ეკონიმიკური პარამეტრების გათვალისწინებით, სამომავლო პროგნოზს აკეთებს ასევე მაღალს ანუ დინამიკა უცვლელი იქნება. შესაბამისად, არც შარშან ყოფილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, არ სავალუტო ფონდი აკეთებს ომზე გათვლით და დაყრდნობით სამომავლო პროგნოზებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
