IRI-ის კვლევის შედეგები
კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12 პროცენტი კი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, პარტიას „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ ხმას მისცემდა 3 პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ 3 პროცენტი, „სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ 2 პროცენტი, „დროა – ელენე ხოშტარია“ 2 პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია- შალვა ნათელაშვილი“ 2 პროცენტი, პარტია „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ 2 პროცენტი, „გირჩი“ 2 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ 2 პროცენტი, „ლელო“ 1 პროცენტი, „მოქალაქეები“ 1 პროცენტი. ხმის მიცემაზე უარი თქვა ექვსმა პროცენტმა, კითხვაზე პასუხი არ აქვს 16 პროცენტს, პასუხზე უარი თქვა 7 პროცენტმა. ამასთან, "აიარაის" კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, 33 პროცენტი ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, 30 პროცენტი „ქართულ ოცნებას“, „პატრიოტთა ალიანსს“ 18 პროცენტი, „კონსერვატიულ მოძრაობას – ალტ ინფო “ 15 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს – გიგა ბოკერია“ 14 პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ 12 პროცენტი, „გირჩს“ 12 პროცენტი, „ლეიბორისტულ პარტიას“ 8 პროცენტი, „დროას“ 7 პროცენტი, „ლელოს“ 6 პროცენტი, „სტრატეგია აღმაშენებელს“ 5 პროცენტი, „მოქალაქეებს“ 5 პროცენტი, პარტიას „საქართველოსთვის“ 4 პროცენტი, „რესპუბლიკურ პარტიას – ხათუნა სამნიძე 2 პროცენტი.
