IRI-ს კვლევის მიხედვით, „იმედი“ საზოგადოებრივი ნდობის რეიტინგის ლიდერია
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე - რომელი ქართული ტელევიზიის ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად, ტელეკომპანია „იმედი“ ჩამონათვალში 31%-ით ლიდერობს და პირველ ადგილზეა. დანარჩენ ტელევიზიებზე პროცენტები ასე გადანაწილდა: „მთავარი არხი“ - 14 %, ტვ პირველი - 10% , „რუსთავი2“ - 8 %, საზოგადოებრივი მაუწყებელი - 3%, ფორმულა - 2%, პალიტრანიუსი -1 %. „პოსტ ტვ“ ,ობიექტ ტვ, „ევრონიუსი საქართველო“, აჭარა, „ალტ ინფო“-1 %-ზე ნაკლები.