შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდმა ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებულ ტურნირში გამარჯვება მოიპოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთის გუნდმა ევროპის საფეხბურთო ბიზნესლიგების გაერთიანებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ჩატარდა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები და თანამშრომლები დახვდნენ.
