15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა
ქვეყნის მასშტაბით, 15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. განსაკუთრებული რეკომენდაცია მაღალი რისკის მქონე მოსახლეობაზე გაიცემა.
