ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველოდან წარმოდგენილია 10 ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია . გამოფენის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეხვედრებზე ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნონ.
