საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს საგარეო კომიტეტი ბრიუსელში დღეს განიხილავს
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს საგარეო კომიტეტი ბრიუსელში დღეს განიხილავს. ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, ევროპელ დეპუტატთა ცალკეული ჯგუფი გარკვეული შესწორებების შეტანას ცდილობს. ცვლილებების ავტორები: ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა და რასა იუკ-ნევიჩიენე მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას და პუნქტში, რომელშიც ოლიგარქიაზე არის საუბარი, ბიძინა ივანიშვილის ჩაწერას ითხოვენ. ასევე კეზერაშვილს , გვარამიას და წერეთელს მედიამენეჯერებს უწოდებენ და საუბარია მათ სამართლებრივ დევნაზე. ამ შესწორებებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში განწყობა არაერთგვაროვანია. დეოლიგარქიზაციის საკითხზე საუბრისას ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი აცხადებს, რომ სანქცია უნდა დაწესდეს მაშინ, თუ ამის მტკიცებულება იქნება .
