საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
სტრასბურგშია საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩს შეხვდა, განიხილეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის მისაღწევად საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა , რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველომ პარტნიორებისაგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
