ახალი კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისა”
ქართულ მედია სივრცეს ახალი კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დაემატა. მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, პორტალი ქართულ აუდიტორიამდე სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. ვებ- პლატფორმა ყოველდღიურ რეჟიმში განახლდება და საერთაშორისო წყაროებიდან გადმოთარგმნილ სტატიებს შესთავაზებს.
