სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთშია
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთშია. პრეზიდენტი „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს, სადაც კოლეგებთან ერთად, დემოკრატიის განვითარების გზებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი საუკუნეებს ითვლის. ფორუმის მიზანი დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისთვის შესაბამისი გზების მოძიებაა. 11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმშიც“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მეხუთედ ჩატარდება.
