თელავში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ერეკლეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
თელავში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ერეკლეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. მოწყობილია თემატური პავილიონები, სადაც მისული სტუმრები ერეკლე მეორის ეპოქაში მოგზაურობენ. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება. დღის ბოლოს საპატიო თელაველებსაც გამოავლენენ.
