იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების პასუხი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ყოფილი კოლეგის ბესარიონ ალავიძის განცხადებას გამოეხმაურნენ. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ ალავიძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მისი მიზანი ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებაა. საკითხს ლევან მურისიძეც გამოეხმაურა.
