სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთშია
სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთშია. საქართველოს პრეზიდენტს , ევროპის საბჭოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მასპინძლობს. გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.
