„ემეგობრე პოლიციას“ ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია გრძელდება
„ემეგობრე პოლიციას“ ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია გრძელდება. საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმართება. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
