კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურა მამაკაცს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ქურდობას ედავებოდა. ცხედრებს სოფელ კონდოლის ფერმაში მიმდინარე წლის 11 თებერვალს მიაკვლიეს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმრის კუთვნილი 20 000 აშშ დოლარის დაუფლება სცადა და ცეცხლსასროლი იარაღით ცოლ-ქმარი მოკლა, მათი 16 წლის შვილი კი საწოლზე დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
