იაპონიაშ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დაიწყო
იაპონიაშ შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს იაპონიის წარმომადგენელთა პალატაში გამართავს. შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეხვდება იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესა და ქვედა პალატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელს. საუბარი შეეხება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას, ეკონომიკურ საკითხებს, დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერასა და რეგიონში არსებულ მწვავე გეოლოპოლიტიკურ ვითარებას.
