შესწორებები სვენ მიქსერის ავტორობით მომზადებულ ანგარიშში
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში, ცვლილებების შეტანის მიზნით რამდენიმე დეპუტატმა შესწორებები წარადგინა . ეს შესწორებები ფაქტობრივად იმეორებს იმ რეზოლუციის პათოსს, რომელიც ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო. კეზერაშვილი , გვარამია , წერეთელი მოხსენიებული არიან როგორც მედიამენეჯერები საუბარია მათ სამართლებრივ დევნაზე , ნახსენებია ასევე ბიძინა ივანიშვილი და საუბარია ასევე მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. დოკუმენტს, რომელიც ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი, 21 ნოემბერს გავა.
