ქართველმა მორაგბეებმა ურუგვაის ეროვნული გუნდი 34-18 დაამარცხეს
ქართველმა მორაგბეებმა ურუგვაის ეროვნული გუნდი 34-18 დაამარცხეს. მასპინძლების შემადგენლობაში საუკეთესო ბექა გორგაძე იყო, რომელმაც 3 ლელო დადო. ერთხელ მეტოქის ჩათვლის მოედანი გურამ პაპიძემ აიღო, ჯარიმები და გარდასახვები კი ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. შეხვედრა განსაკუთრებული იყო მერაბ შარიქაძისთვის - მან კაპიტნის რანგში მე-40 თამაში ჩაატარა და ამ მხრივ საქართველოს ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. მომდევნო შეხვედრას ქართველი მორაგბეები 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ სამოას ნაკრებთან გამართავენ.
