კაჭრეთის ამბასადორში მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ქალთა და მამაკაცთა ტურნირი გაიმართა
კაჭრეთის ამბასადორში მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ქალთა და მამაკაცთა ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება ერთეულთა თანრიგში ჩატარდა და მთლიანობაში 35 ჩოგბურთელი მონაწილეობდა. ორდღიანი ტურნირის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელებსაც საჩუქრად მედლები და სხვადასხვა სახის ვაუჩერები გადაეცათ. საჩოგბურთო შეჯიბრება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
