პრემიერი საზოგადოებას "ერეკლეობას" ულოცავს
პრემიერი საზოგადოებას "ერეკლეობას" ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი წერს რომ პატარა კახი, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და მან საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისაკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ერეკლე მეორის გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ქართველისთვის.
