ოკუპირებული ჩერნიგოვის ოლქიდან, საქართველოში მშობლებთან ერთად 29 ბავშვი ჩამოვიდა
ოკუპირებული ჩერნიგოვის ოლქიდან, საქართველოში მშობლებთან ერთად 29 ბავშვი ჩამოვიდა. ბავშვები კახეთის მხარეში ათი დღის განმავლობაში გაივლიან რეაბილიტაციას, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, გაეცნობიან სასწავლო კურსს, შეხვდებიან ქართველ თანატოლებს, ესტუმრებიან საქართველოს პარლამენტს. უკრაინელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე დახვდათ.
