უკრაინაში დაღუპული ქართვლი მებრძოლის ლევან სახელაშვილის ცხედარი, გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართვლი მებრძოლის ლევან სახელაშვილის ცხედარი, გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ის 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში, რუსულ აგრესიას ემსხვერპლა. სახელაშვილის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ. 38 წლის ლევან სახელაშვილი მიკოლაევის ოლქში, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.
