საქართველოს პრემიერი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას . ღონისძიების გახსნამდე შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში, ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული დახვდნენ. შარმელ შეიხში პრემიერი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
