სამი დარბევა ერთ დღეს
სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქცია დაარბიეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, თბილისის ცენტრში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს.
