რეზერვისტი ქალები
რადგან პროფესიებზე ვსაუბრობთ, მოდით ახლა იმათზეც ვისაუბროთ, რომელთა საჭიროება დრომ და ისტორიამ გამოსცადა. მეტიც, არამარტო გამოსცადა, უფრო ფართო და გენდერულად უსაზღვროც გახადა. მაგალითად, ქალები ჯარში, ქალები რეზერვში - დღეს სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ გიამბობთ. წარმოიდგინეთ, მსროლელი, რომელიც პირველივე ცდაზე 27-დან ოცდაშვიდივეს მიზანში არტყამს - ეს ჩვენი რეპორტაჟის გმირია, ქალი-გმირი. სტერეოტიპი, რომ სამხედრო საქმე ქალის საქმე არაა, აქ საერთოდ არ მუშაობს, რადგან მიზანში მოხვედრას განსაკუთრებული ღონე, რის გამოც ხშირად ქალებს ამ საქმიანობას უწუნებენ, სულაც არ სჭირდება. სჭირდება სიმამაცე და ხასიათის სიმტკიცე, რასაც ჩემი სქესი სხვაზე ნაკლებად არ უჩივის, სულაც შეიძლება მეტადაც კი. ანუკი ჩხიკვაძე იყო იმ პოლიგონზე, სადაც ქალი რეზერვისტები საქმეს საქმით ამტკიცებენ.
