ვეტერან მორბენალთა საერთაშორისო მარათონი
ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“ მხარდაჭერით ტრადიციული ვეტერან მორბენალთა საერთაშორისო მარათონი ლისის ტბაზე გაიმართა. მარათონში 10 ქვეყნის 100-მდე, 30 წელს გადაცილებული პროფესიონალი და მოყვარული მორბენალი მონაწილეობდა. მარათონში გამარჯვებულები 10 კილომეტრიან დისტანციაზე გამოვლინდნენ. მათ ჯილდოდ ფულადი და სხვა სპეციალური პრიზები გადაეცათ.
