„პატარა ვირტუოზები“ მექსიკის ფესტივალზე
ქართული ცეკვა ამერიკის კონტინენტზე, დიდი ოვაციებისა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით . ქორეოგრაფიული ანსამბლი “პატარა ვირტუოზები “ მექსიკის ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე, სანტა ლუჩიაზე სოლო კონცერტით წარსდგა. ქალაქ მონტერეიში ანსამბლის საკონცერტო პროგრამა 20 განსხვავებულ ნომერს აერთიანებდა. ქართული კულტურის მსოფლიოსთვის გასაცნობად ახალგაზრდა მსახიობთა დასის მოგზაურობა მექსიკაში 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.
