რეგიონული ფესტივალი - „ჭაჭა“
კახეთში რეგიონული ფესტივალი სახელწოდებით " ჭაჭა" გაიმართა. ადგილზე სტუმრებს ერთ სივრცეში შეეძლოთ დაეთვალიერებინათ თელავში, ქალაქის ცენტრში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი შემოდგომის თემატური კუთხეები. მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ალკოჰოლური სასმელები.
