„ქართული ქანდაკების 100 წელი“
გამოფენა, სახელწოდებით „ქართული ქანდაკების 100 წელი“ დასრულდა. დახურვის ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. გამოფენა კულტურის, სამინისტროს მხარდაჭერითა და თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით, 27 ოქტომბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში გაიხსნა. ღონისძიება აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ქანდაკების ფაკულტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
