20 წელი ილარიონ ქიტიაშვილის აღსაყდრებიდიან
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის დაარსებიდან 20 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით, მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა. წირვა მიტროპლიტმა ილარიონმა, მეუფეებთან ერთად აღავლინა. სადღესასწაულო წირვას მრევლთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩოხოსნები დაესწრნენ. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, ილია მეორის ლოცვა კურთხევით, 2002 წლის 3 ნოემბერს დაარსდა და იმავე დღეს ეპარქიის ეპისკოპოსად ილარიონ ქიტიაშვილი დაინიშნა.
