შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას ეწვევა. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, პალატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელთან, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე მინისტრთან და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა იაპონია საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებს შეხვდება.
