თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა
ტრამვით გამოწვეული იძულებითი სამ თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა თორნიკე შენგელია. ვირტუს ბოლონიამ, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს, ევრო ლიგაზე „ლიონ ვილარბინს“ უმასპინძლა და 79:84- დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არა სრული 17-ი წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. შენგელიამ 6-დან 2 ორ ქულიანი და 1-დან ერთი სამ ქულიანი ჩააგდო. თორნიკემ მხრის დაზიანება აგვისტოში, მიიღო, რის გამოც ევრო ბასკეტი გამოტოვა. ქართველის გუნდი შემდეგ შეხვედრას 9 ნოემბერს, ოლიმპია მილანოსთან ჩაატარებს.
