ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის მაღალ რეიტინგული ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის მაღალ რეიტინგული ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ისრაელის წამყვანი ტელეკომპანია 24 საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემებსა და სიუჟეტებს ამზადებს. პრეს ტურის ფარგლებში ერთ საათიანი გადაცემა მომზადდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ. ისრაელის ტელე არხის ჟურნალისტები თბილისს, მცხეთას, ყვარელს, სიღნაღს და ბოდბესა ეწვივნენ, გადაიღეს ეროვნული მუზეუმი და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი.
