„შემოდგომის ყვავილების გამოფენა“
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, დღეს და ხვალ „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ იმართება. გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალ ფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიციაა წარმოდგენილი. ჩატარდება ეკო საგანმანათლებლო აქტივობებიც. დეტალებით ხატია იობიძე გვიერთდება ქრონიკის ეთერში.
