პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება
პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის სამოქმედო გეგმა აქტიურად ხორციელდება. სამოქმედო გეგმაში ასახულია ქალაქებსა და სოფლებში, პირველადი ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი სერვისები. დოკუმენტზე ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად იმუშავა. ორ დღიან ღონისძიებაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველმმა მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
